საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.2 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი (0.1%-ით მეტი).
საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვ ის 41.9 % შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 მარტს გამოქვეყნდება.

