საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მხოლოდ იანვარში საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი.
როგორც გერმანიის საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ვიზალიბერალიზაციას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.