LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა – ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

109
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 15 წევრის თანხმობა სჭირდება, პროცესი უნდა დაიწყოს“ – ესტონეთის საგარეო მინისტრი

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხი განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g