LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო სავიზო საკითხებს საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულების ფარგლებში განიხილავს“ – თალაკვაძე პრეზიდენტის რუსეთთან ლიბერალურ სავიზო რეჟიმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

55
თალაკვაძე და პრეზიდენტი

„საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქვეყანაში შემოდის, კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და წესების საფუძველზე განიხილავს, რომლის ხელმომწერიც და ვალდებულიც გახლავთ საქართველო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც იგი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია.“

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობისა და საერთაშორისო წესების თანახმად და რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პარლამენტში განხილული არ ყოფილა.

„საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, გახლავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი. შესაბამისად, არ არის საფუძვლიანი, რომ მისი განცხადებები მაინც და მაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან.

სახელისუფლებო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო წესების თანახმად.

ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლების განცხადებები, სადაც პირდაპირ საუბრობენ რუსეთიდან მობილიზაციის შემდეგ წამოსულ ადამიანებზე და მათ გამოხატეს თავისი სახელმწიფოების პოზიცია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მიიღონ და შეუშვან თავის საზღვრებში.

საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველოც საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულების ფარგლებში განიხილავს სავიზო საკითხებს.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“დღეს ამის საჭიროება არ არის” – ფინანსთა მინისტრი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები