ქვეყანას რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ აქვს – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. კითხვა პრეზიდენტის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
„ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი, შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან.. მნიშვენლოვანია რეფორმები გავაგრძელოთ“ – რა განცხადებები გააკეთეს ზურაბიშვილმა და სანდუმ შეხვედრის შემდეგ
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს, თუმცა პრეზიდენტის თქმით, სხვასთან შედარებები არაფერს გვაძლევს.
„დღეს არსებული მექანიზმები, მათ შორის სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა ვინ უნდა შემოუშვან და ვინ არა ქვეყანაში და ვინ შეიცავს საფრთხეებს. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას აქვს და ამ ეტაპზე ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ სტანდარტებს, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით არის საჭირო, ამაზე საუბარი შეიძლება იყოს, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ხუციშვილმა.