საქართველოში ტურისტების რაოდენობა დინამიურად იზრდება. ამის შესახებ “ფორტუნას” ტურიზმის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ადმინისტრაციაში იანვრის თვის სტატისტიკა შეაჯამეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის იანვარში საქართველოს 323 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4 %-ით მეტია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 4,3 %-ით გაიზარდა. იანვარში ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+16%), თურქეთიდან (-5,6%), სომხეთიდან (-12,4%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) ეწვია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა 11%-იანი ზრდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპებით გამოირჩეოდნენ: საფრანგეთი +29%, იტალია +26%, დიდი ბრიტანეთი +16%, პოლონეთი +15% და გერმანია 14%. სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპით გამოირჩეოდა: ომანი +887%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +706%, ფილიპინები +482%. ინდოეთი +307% და საუდის არაბეთი +181%.
“საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანადქვეყნის ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვსგაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია,”- განაცხადეს ადმინისტრაციაში.
2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია.
