LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი აირჩია – კიდევ რომელ ქვეყნებს ირჩევენ საქართველოდან

80
cappadocia

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა წლიურად 274%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომელიც გამყვან ტურიზმს ეხება. 2022 წლის პირველ კვარტალში, ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელი მაჩვენებლის თითქმის ნახევარს მიაღწია (55%-ით ნაკლები 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით).

PMC-ის ინფორმაციითვე, ვიზიტების ძირითადი დანიშნულების ქვეყნები პანდემიამდელი მონაცემების მსგავსი აღმოჩნდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დანიშნულების ადგილად თურქეთი (46%) აირჩია, რასაც მოსდევდა რუსეთი (12%), სომხეთი (12%) და ევროკავშირი (12%). მნიშვნელოვანი კლებაა აზერბაიჯანის მიმართულებით, რომელსაც საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი ამ დრომდე ცალმხრივად აქვს დაკეტილი.

PMC ცენტრის ცნობითვე, I კვარტალში ვიზიტის ძირითადი მიზნის მიხედვით საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება 2020 წლის I კვარტალისა და 2019 წლის I კვარტალის მსგავს სურათს გვიჩვენებს. კერძოდ, ვიზიტორთათვის ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო მეგობრების/ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 31%) და საყიდლები (31%), რასაც მოსდევდა პროფესიული (20%) და რეკრეაციული (12%) მიზნები.

რაც შეეხება დანახარჯებს, ვიზიტორების დანახარჯებმა 2022 წლის I კვარტალში 285 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის I კვარტალთან შედარებით 14%-ით, ხოლო 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები