LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებმა შექმნეს მატარებელი, რომელსაც მიწისძვრა ვერაფერს დააკლებს

80
poezd-pulya

იაპონიაში მალე გამოჩნდება მატარებელი, რომელიც მიწისძვრის დროს აბსოლიტურად უსაფრთხო იქნება.

ტრანსპორტი ჩქაროსნული იქნება და საათში 365 კმ-ის დაფარვას შეძლებს. როგორც მატარებლის შემქმნელები აცხადებენ, ახალი თაობის სამუხრუჭე სისტემის დამსახურებით, ტრანსპორტის შენელება თუ გაჩერება უჩვეულოდ სწრაფად იქნება შესაძლებელი. თუმცა, მატარებლის მთავარი ღირსება – ეს არის ლითიუმის ელემენტი, რომელიც ავარიული სიტუაციის შექმნისას ტრანსპორტს ენერგიას აძლევს და უსაფრთხო მონაკვეთამდე მისვლაში ეხმარება.

მატარებელი N700S ტოკიოსა და ოსაკას შორის იმოძრავებს და ადგილობრივებსა თუ ქვეყნის სტუმრებს უსაფრთხოების მაღალი გარანტიით მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მომხდარი მიწისძვრების 10% სწორედ იაპონიაზე მოდის, ამიტომ გამძლე ტრანსპორტის შექმნა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g