LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონია ციფრული მომთაბარეებისთვის ვიზის გაცემას იწყებს

175
ვიზა

მარტის ბოლოდან იაპონია ციფრული მომთაბარეებისთვის ვიზას აამოქმედებს, რომელიც 49 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში 6 თვის ვადით დარჩენის საშუალებას მისცემს.

უცხოელებისთვის საზღვრების გახსნის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და საერთაშორისო დონეზე მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში 2 მილიონზე მეტი უცხოელია დასაქმებული.

ციფრული მომთაბარეები (Digital Nomads) არიან ადამიანები, რომლებიც თავისუფლად მოგზაურობენ დისტანციურად მუშაობის დროს ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით. ციფრული მომთაბარეებისთვის ვიზა კი არის დოკუმენტი, რომელიც დისტანციურად მუშაობის პარალელურად სხვა ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი დროით დარჩენის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს ჩვეულებრივი, სამოგზაურო ვიზითაა გათვალისწინებული. თუმცა დარჩენის ხანგრძლივობა და სხვა პირობები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

ვიზას ის  ციფრული მომთაბარეები მიიღებენ, რომელთა ქვეყნებთანაც იაპონიას საგადასახადო ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ამავდროულად, ახალი ტიპის ვიზას მიღება შეუძლია ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ასევე საქართველოს, სომხეთის, ბელორუსიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, მოლდოვის, მონაკოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, სერბეთის, შვეიცარიის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს. კონტინენტური ევროპის მიღმა ციფრული მომთაბარე ვიზა ვრცელდება ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურისა და აშშ-ის მოქალაქეებზე.

იაპონიის ვიზის მისაღებად ციფრული მომთაბარეების მინიმალური შემოსავალი, წლიურად, 10 მილიონ იაპონურ იენს (დაახლოებით, 62,7 ათას ევრო) უნდა აღწევდეს და მათ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევაც უნდა ჰქონდეთ. ვიზით სარგებლობის საშუალება ეძლევათ აპლიკანტის ოჯახის წევრებსაც – მეუღლესა და შვილებს იმ შემთხვევაში, თუ ისინიც სარგებლობენ ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g