LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ციფრული მომთაბარეებისთვის ვიზის გაცემას იწყებს

117
თურქეთი

თურქეთმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ითვლება, ციფრული მომთაბარეებისთვის ვიზა შემოიღო.

ციფრული მომთაბარეები (Digital Nomads) არიან ადამიანები, რომლებიც თავისუფლად მოგზაურობენ დისტანციურად მუშაობის დროს ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით. ციფრული მომთაბარეებისთვის ვიზა კი არის დოკუმენტი, რომელიც დისტანციურად მუშაობის პარალელურად სხვა ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი დროით დარჩენის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს ჩვეულებრივი, სამოგზაურო ვიზითაა გათვალისწინებული. თუმცა დარჩენის ხანგრძლივობა და სხვა პირობები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

როგორც ირკვევა, უცხოელებმა თურქეთის კულტურის სამინისტროს პორტალის მეშვეობით ციფრული მომთაბარეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ციფრული ვიზისთვის, თურქეთის საკონსულოს ან სავიზო ცენტრს უნდა მიმართონ.

ციფრული მომთაბარე თურქეთში შეიძლება გახდეს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ირლანდიის, დანიის, საბერძნეთის, ხორვატიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტას, ბულგარეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ინგლისის, შვეიცარიის, აშშ-ს, კანადის, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის 21-დან 55 წლამდე მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, თურქეთი ციფრული მომთაბარეებისთვის მიმზიდველ ადგილად ძლიერი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მაღალგანვითარებული ციფრული საბანკო და გადახდის სისტემების დამსახურებით გახდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები