რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციები დააწესა იაპონიამ და შავ სიაში რუსეთის 398 მოქალაქე შეიყვანა. ტელეკომპანია „სიენენი“ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მათ შორის არიან ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები – კატერინა და მარია.
ამასთან, სასანქციო სიაში ასევე მოხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები, მეუღლე მარია ლავროვა და ქალიშვილი ეკატერინა ვინოკუროვა.
ცნობისთვის, კანადის მთავრობა თავდაცვის სექტორში მომუშავე 33 კომპანიას შეზღუდვებს დაუწესებს. სანქცირებული კომპანიები რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევენ.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ 6 რუსს აძევებს საფრანგეთი. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირები საფრანგეთის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდნენ.
ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.