“რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი უკვე განხილულია. ამავდროულად, ეს ნიშნავდა რუსულ აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფ და ხისტ რეაგირებას”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
მან მსოფლიო ლიდერებს მიმართა:
“დღეს ოკუპანტების მხრიდან გაჟღერდა ახალი განცხადება, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინისა და ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ ტერორის ახალი ეტაპი მზადდება. ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლში სამხედროების წინააღმდეგ. ამას სერიოზულად განვიხილავთ. მინდა მსოფლიო ლიდერებს შევახსენო, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი უკვე განხილულია. ამავდროულად, ეს ნიშნავდა რუსულ აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფ და ხისტ რეაგირებას” – თქვა ზელენსკიმ.
სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” იტყობინება, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.