ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” იტყობინება, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატიდან მარიუპოლში ჩამოაგდეს. ამის შესახებ unian წერს.
დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა. უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობა ძალიან მაღალია.