LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ხანდაზმული მძღოლები მართვის მოწმობას საკვებში ცვლიან

32

იაპონიაში ხანდაზმული მძღოლები მართვის მოწმობას საკვებში ცვლიან. იდეის ავტორი კი აიტის პრეფექტურის პოლიციელები გახდნენ, მათ მძღოლებს შესთავაზეს, რომ მართვის მოწმობა რესტორნის ფასდაკლების ბარათზე გადაეცვალათ და შემდეგ გემრიელად ესადილათ. უფრო მეტიც, ისინი რესტორანთა ქსელ „სუგაკიას“ შეუთანხმდნენ, რათა მათ მძღოლების გამოკვებაზე იზრუნონ. ერთადერთი მოთხოვნა კი ხანდაზმულ ასაკში ავტომობილის მართვაზე უარის თქმაა.

პროცედურა საკმაოდ მარტივია, მძღოლი პოლიციის დეპარტამენტში უნდა მიბრძანდეს, ჩააბაროს მართვის მოწმობა და სანაცვლოდ სერტიფიკატი აიღოს.

უცნაური აქცია 176 საკვებ ობიექტში მოქმედებს და სამართალდამცავები დარწმუნებულნი არიან, რომ სიახლე ავარიების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები