LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში Mercedes-Benz-ის ცენტრები სტუმრებს ქართული მინერალური წყლით უმასპინძლდებიან

107
ipiccy-image

იაპონიაში საქართველოს საელჩო, ქართულ მინერალურ წყალთან დაკავშირებით, საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას აწვდის.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ქ. ნაგოიაში არსებული Mercedes-Benz-ის ცენტრები სტუმრებს ქართული მინერალური წყლით უმასპინძლდებიან“, – აცხადებენ იაპონიაში საქართველოს საელჩოში.

აღსანიშნავია, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში ქართული პროდუქცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, უკვე დიდი ხანია, რაც აქ ქართული კერძი შქმერული ნახევარფაბრიკატის სახით იყიდება. მაისის ბოლოს კი იაპონურმა კომპანიამ – Matsubara Foods, რომელიც შქმერულის სწრაფი მომზადების ნახევარფაბრიკატს აწარმოებს, ასევე ხარჩოს ნახევარფაბრიკატის გაყიდვაში გაშვება დააანონსა. იაპონიის ბაზარზე აქტიურად იყიდება ქართული კივიც, ცოტა ხნის წინ კი აღნიშნულ ქვეყანაში ქართული ჩირი “ჩიკორი” გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g