LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ქართული ჩოხა და სხვა სამოსი ითხოვოს

1140
125965833-3465546033528542-329775966742927497-o

იაპონიაში საქართველოს საელჩომ ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზებისათვის ახალი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საელჩოდან ქართული ჩოხა და სხვა სამოსი გარკვეული ვადით ითხოვოს.

აღნიშნული შეთავაზება საკმაო პოპულარულობით სარგებლობს იაპონელთა შორის, რაც თავისთავად კიდევ მეტად ზრდის ქართული კულტურისადმი ინტერესს.

„პანდემიის პირობებში, როდესაც მოგზაურობის შესაძლებლობები შეზღუდულია, იაპონელები ქართული კერძების, სამოსისა და სხვა კულტურული ელემენტების მეშვეობით აგრძელებენ საქართველოს უკეთ გაცნობას“, – აცხადებენ იაპონიაში საქართველოს საელჩოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g