იაპონიას ტაიფუნი ლამი დაატყდა თავს. უამინდობას უკვე მოჰყვა მსხვერპლიც. Reuters-ის ცნობით დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 130-ს აღწევს.
ფუკუო კაში ადგილობრივი მცხოვრები სამშენებლო კონსტრუქციის დაცემის შედეგად დაიღუპა, ხონსიუს სამხრეთ-დასავლეთში ქალი დაიხრჩო, მისი მანქანა კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ წაიღო. გარდაიცვალა ერთი მეთევზეც.
იაპონიაში ტაიფუნის გამო 80 000 ა ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო.
ამ დროისთვის სტიქია კუნძულ ჰონსიუს უახლოვდება. ქარის სიჩქარე საათში 162 კილომეტრს აღწევს.
სპეციალისტების თქმით, სტიქიის ზონაში ტოკიოც მოხვდება. ტაიფუნი ლანი მეორე კატეგორიად არის შეფასებული.