LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ყოფილი პრემიერი, რომელსაც წინაასარჩეევნო მიტინგზე ესროლეს, გარდაიცვალა

105
1657270658-shindzo-abe-1024x576-1

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის ტეძუია იამაგამი დააკავა. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

იაპონური პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.

შეგახსენებთ, შემთხვევა ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე მოხდა.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრებიც. აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

67 წლის სინძო აბე თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g