“მალე რუსი ჯარისკაცები ორ მსოფლიო მძიმეწონოსან მოკრივე ძმას ბრძოლაში დაუპირისპირდებიან” – ამ სათაურით სტატიას daily mail აქვეყნებს.
უკრაინელი ჩემპიონები კრივში – ძმები ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები პირობას დებენ, რომ კრივის ხელთათმანებს საბრძოლო იარაღით შეცვლიან და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცები გახდებიან.
კითხვაზე – შეუერთდება თუ არა ის უკრაინელ ჯარისკაცებს, კიევის მერი, 50 წლის ვიტალი კლიჩკო, პასუხობს: “ეს უნდა გავაკეთო, სხვა არჩევანი არ მაქვს”.
კლიჩკოს თქმითვე, ჯარისკაცები გახდნენ დედაქალაქის მაცხოვრებლებიც:
“კიევის მოსახლეობას აქვს იარაღი და გახდნენ ჯარისკაცები, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქალაქი. მე მჯერა ჩემი ქვეყნის და მჯერა ჩემი ხალხის”, – განაცხადა კლიჩკომ ITV New-სთან.
კიევის მერი ასევე სოციალურ ქსელში წერს:
“უკრაინელი ხალხი ძლიერია და ის დარჩება საკუთარი თავის ერთგული ამ საშინელ განსაცდელში”.
შეგახსენებთ, 2011 წელს ძმები კლიჩკოები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც შევიდნენ, როგორც ძმების წყვილი, რომლებმაც ყველაზე მეტი ბრძოლა მოიგეს მსოფლიოს მძიმე წონით კატეგორიაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცნობით აქ:
