თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში თორნიკე კჭარავას ბრალი წარედგინა. გამოძიება კაჭარავას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
ადვოკატ შოთა მანელიძის განცხადებით, თორნიკე კაჭარავას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და სასამართლოზე აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი.
თორნიკე კაჭარავას პროცესი 24 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება.
თორნიკე კაჭარავა, რომელიც პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია, 21 ივლისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული კი 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს