LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერში რეკორდი უკვე დაამყარა

36

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რეკორდი დაამყარა ინსტაგრამზე ლაიქების მიხედვით.
არადა, შვედ გიგანტს ჯერ ერთი მატჩიც არ უთამაშია.

იბრას გადასვლის ამბავი ყველაზე პოპულარული ინსტაგრამ-პოსტი გახდა მანჩესტერელთა ისტორიაში. ამაზე თავად კლუბის ოფიციალური საიტი წერს. 1 ივლისისთვის ჩანაწერმა ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება მოაგროვა, რაც საკლუბო რეკორდია. გარდა ამისა, ოთხი პოსტი, რომელშიც ზლატანი იყო ნახსენები, კლუბის ისტორიაში პოპულარული ინსტაგრამების ტოპ-ექვსეულში შევიდა.

იბრაჰიმოვიჩი „იუნაიტედის“ ფეხბურთელი 1 ივლისს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები