“იბრიქებოდნენ იქ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია? სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? ისევ საწყალი ხალხი და აქტივისტები დააჭერინეს, ასეთი ლიდერები არიან ისინი.” – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პერსპექტივა სასწორზე დევს, ამიტომ არ არის კუნთების თამაშის დრო და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს:
“ვესაუბრებოდით ბატონ ღარიბაშვილს და ვეუბნებოდით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ესკალაციის გაღრმავება, არა ორმხრივი კუნთების თამაში და ერთმანეთის მაგარი ბუნების დამტკიცება, არამედ კომპრომისი.
კი არ უნდა ვიპოლიტიკანოდ, არამედ სახელმწიფოებრივად შევხედოთ სურათს, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა.
დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, დღეს იყო ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი, რაც ვნახეთ.
მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში – ერთი ფეხი უკვე წაგვიცდა. ორივე მხარეს მივმართავ, ასე გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, ყველა უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან.” – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება” და ეს ნაბიჯი სწორედ მან უნდა გადადგას:
“უნდა გაითავისოს, რომ ესეთი უგუნური ნაბიჯები, რაც დღეს ჩაიდინა, კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. მათ უნდა გაითავისონ, რომ ისინი უკვე მეცხრე წელია იმყოფებიან ხელისუფლებაში, კუნთებს ნუ ათამაშებენ, დაუძახონ ოპოზიციას დასხდნენ და დაილაპარაკონ.
მუშტების ბრახუნი და წინასწარ პირობების დაყენება ორივეს მხრიდან არის ცუდი, თავი დაანებობ წინაპირობებით ლაპარაკს. ქვეყანას სჭირდება დასვენება და ამოსუნთქვა.” – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
