შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე დიშვილის, 11 წლის ტასი ქიმერიძის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. ტასის ფოტო, სადაც ის ტალახში ამოსვრილი, ხელგაშლილი დგას, ერთ-ერთი მძიმე სანახავი კადრია, რომელიც ტრაგედიის ადგილიდან გავრცელდა.
დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში ტასის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„იცანიით? ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო…. ეს ანასტასიაა ჩემი უშიშარი და მებრძოლი, ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა ” ღმერთო გადაგვარჩინე, არ მინდა სიკვდილი” ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის ? ❤️ მიყვარხარ, ჩემო უშიშარო“ – წერს დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.
„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს