LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოგო, რომელმაც სიკვდილზე გაიმარჯვა, პირველკლასელი გამხდარა“ – პატარა მაშო, რომელიც შოვის სტიქიას ბიძასთან ერთად გადაურჩა, სკოლაში მივიდა

8890
Untitled design

6 წლის მაშო გალუაშვილი, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას ბიძასთან – დავით ჯელაძესთან ერთად გადაურჩა, დღეს სკოლაში პირველად წავიდა.

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას

პატარა მაშოს ფოტოს, რომელიც სკოლის ეზოშია გადაღებული, დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„მაშო პირველ კლასელია“, – წერს დავით ჯელაძე.

 

მაშო პირველ კლასელია ❤️

Posted by David Jeladze on ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2023

 

მაშოს შესახებ ასევე სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძეც:

„გოგო, რომელმაც სიკვდილზე გაიმარჯვა, პირველკლასელი გამხდარა! ვულოცავ მას და ყველა პირველკლასელს“, – წერს ნინო ვაშალომიძე.

 

გოგო, რომელმაც სიკვდილზე გაიმარჯვა, პირველკლასელი გამხდარა!
ვულოცავ მას და ყველა პირველკლასელს!
?

Posted by Nino Vashalomidze on ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2023

 

სოციალური ქსელის მომხმარებლები პატარა მაშოს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ:

„საოცრებაა ეს გოგო“, „ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ“ – წერენ კომენტარებში.

„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს

ცნობისათვის, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დღეს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები