LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შუა მეწყერს რომ მივაღწიეთ, გავიგონეთ ზემოდან საშინელი ხმა…მაშო ჩავიხუტე, ამ დროს მიწის დიდი მასა დაგვეჯახა და გადაგვაგდო ძალიან შორს” – დავით ჯელაძე

514
BeFunky-collage - 2023-09-09T232223.624

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, უსაყვარლეს მაშოსთან ერთად გიორგი ღოღობერიძის გადაცემის „როგორ გადავრჩი”, სეზონის პირველი გადაცემის სტუმრები იყვნენ.

დავითმა გადაცემის ეთერში გაიხსენა, როგორ გადაურჩნენ რაჭაში დატრიალებულ სტიქიას.

მე და მაშო ერთად აღმოვჩნდით. როგორ მეკავა ბავშვი სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ავიყვანე ხელში და შუა მეწყერში აღმოვჩნდით. როდესაც გავიხედე ჩემი ოჯახის ყველა წევრი ცოცხალი იყო, თუმცა ეს გადარჩენა არ იყო, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა.

ადამიანები იყვნენ ისეთ ადგილზე, სადაც ვერ გადარჩებოდნენ. ასევე წინ იყო რამდენიმე ნაძვის ხე, რომელიც მეწყერმა ვერ გაიტანა. ეს ხეები იყო გადარჩენის იმედი, ასე ვფიქრობდი იმ მომენტში. მაშო მყავს ხელში აყვანილი, მივდივართ და ვერ მივდივართ, საშინელება ხდება, მიწაში ვართ. მივდივართ წინ და ისევ უკან ვბრუნდებით. შუა მეწყერს რომ მივაღწიეთ, გავიგონეთ ზემოდან საშინელი ხმა, რომელსაც სიცივე მოჰქონდა.

დავინახე როგორ მოდიოდა ჩვენკენ მეწყრის მასა, შევტრიალდი ზურგით და ვგრძნობდი დაღმართზე რა სისწრაფით მოდიოდა. დაგვეჯახა მეწყერი და გადაგვაგდო ძალიან შორს. როგორღაც მოვახერხე და ფეხზე დავრჩი, არ წავიქეცი, ალბათ სწორედ მაგან გადაგვარჩინა, თორემ მეწყერი ჩაგვიტანდა”, – საუბრობს დავით ჯელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები