LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს

652
BeFunky-collage - 2023-08-07T000257.170

მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში, შოვის ტრაგედიის ცნობილი გმირი, ლურჯმაისურიანი ბიჭი, დავით ჯელაძე წერს, რომელსაც ტალახიდან მხრებით გამოჰყავდა თავისი პატარა დისშვილი მაშო.

მეორე პოსტში დავითი წერს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ მეტად დააფასა თავისი ქვეყანა და ქართველი ხალხი.

„ვიცოდი ქართველები ასეთი თბილი ხალხი რომ ვიყავით!! უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მომდის, ყველგან მწერენ სადაც შეიძლება მომწერონ, ყველგან მირეკავენ საერთოდ ჩემთვის უცნობი ადამიანები ისეთი სიტყვებით მამხნევებთ, რომ მეტირება, მადლობა ყველას თითოეული გამამხნევებელი შეტყობინებისთვის უფრო შემიყვარდა და უფრო დავაფასე ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი”, – წერს დავით ჯელაძე და ფოტოს აქვეყნებს.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ პირველად შეფასებას აქვეყნებს

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე: „უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“ 

„ეს არის მყინვარი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შოვის სტიქია დაიწყო.. მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას გვიჩვენებს“ – რა ფოტოებს ავრცელებს გლაციოლოგი

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას  

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g