LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე: „უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“

998
Untitled design (3)

„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა“, – ამის შესახებ გეოგრაფი, გლაციოლოგი ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს არის მყინვარი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შოვის სტიქია დაიწყო.. მყინვარის მნიშვნელოვან შემცირებას გვიჩვენებს“ – რა ფოტოებს ავრცელებს გლაციოლოგი

ლევან ტიელიძე 5 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„ახლად მოპოვებულ სატელიტურ სურათზე, რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა.

კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ „თბილისას“ მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.

ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია „მუდმივ მზრალობასთან“.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო, მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას.

ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს.

ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს: 1) თავისით, 2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, 3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)“ – წერს ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში.

 

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ახლად მოპოვებულ…

Posted by Levan Tielidze on კვირა, 06 აგვისტო, 2023

 

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g