LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

292
Untitled design (4)

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს – სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნა-შველის ღონისძიება ღამით, სპეციალური განათებების საშუალებით  მიმდინარეობდა.

ბოლო ცნობებით, ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ – ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები