LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ – ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

151
Untitled design (1)

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში რაჭის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დამანგრეველი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

თანადგომას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციის მონაწილეებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის ზონაში დაკარგულები უვნებლად შეძლებენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას“, – წერია მიმართვაში.

 

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს…

Posted by Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში on შაბათი, 05 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ეპიცენტრში ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში ეძებენ 20-მდე ადამიანს. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი.

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათებების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში  

magti 5g