LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას 

1053
Untitled design (5)

3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლის ადგილიდან სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო გავრცელდა, ერთ-ერთი იყო ლურჯმაისურიანი ბიჭი, რომელსაც ტალახიდან მხრებით გამოჰყავდა პატარა ბავშვი.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

ფოტოზე დავით ჯელაძეა – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, რომელიც სტიქიისგან თავის დაღწევას დისშვილთან ერთად ცდილობდა. დავით ჯელაძე მისი და პატარა მაშოს ბრძოლის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრას“ ეთერში ჰყვება:

„შუა მეწყერში აღმოვჩნდით, ხელში ჩემი დისშვილი შემრჩა – პატარა მაშო. გავიხედე, რამდენიმე ხე დავინახე, მაშოს ვეუბნები: „იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი“. მაშოს თავიდან შეეშინდა. „არა უშავს, ერთად უნდა ვიყოთ და უნდა მივიდეთ-მეთქი“.

შემოვისვი მხრებზე და მივდივარ, ვერ მივდივარ, ღრმა მიწაში ვარ ჩასული, მუხლებს ვერ ვხრი, მაგრამ როგორღაც მივდივარ… ამ დროს ზემოდან რაღაც დამანგრეველი ხმა ისმის, ავიხედე და იმავენაირი მიწის ტალღა მოდის ძალიან დიდი სისწრაფით, მაშო ჩავიხუტე და მეწყერთან ზურგით დავდექი. მეწყერი ძალიან დიდი სისწრაფით დაგვეჯახა და მაშო გამაშვებინა, მხრებთან აღარ მყავდა და ერთს მივხვდი – ხელი არ უნდა გავუშვა-მეთქი. ტალღა ნელ-ნელა განელდა, დავინახე, მაშო ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული, როგორღაც ამოვიყვანე და გავწმინდე – ძალიან მძიმე იყო, ვეღარ ვერეოდი, ტალახები ჰქონდა აკრული“, – ჰყვება დავით ჯელაძე.

დავით ჯელაძე „რადიო თავისუფლებასთან“ ასევე იხსენებს:

„მაშო ხეებთან მივიყვანე, მე მიწაში ვარ, ხელს ვერაფერს ვეღარ ვკიდებ. 10 წუთი ვწვალობდი, როგორღაც გამომივიდა და ხეებამდე მივედი. მაშოს ვუთხარი, ზემოთ მაინტერესებს, რა ხდება და აქ დამელოდე გავიხედავ-მეთქი – კარგიო. ავიხედე ზემოთ, სულ მეწყერია, ვერაფერს ვხედავ. შორს დავინახე სასტუმრო.

მაშოს ვუთხარი, თუ გინდა რომ გადავრჩეთ, იმ სასტუმროდე უნდა გადავიდეთ-მეთქი. თავიდან ძალიან შეეშინდა, სასტუმრო ძალიან შორს იყო, მაგრამ როგორც იქნა, დავითანხმე“, – ამბობს დავით ჯელაძე.

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g