LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია“ – ვახო სანაია შოვში გადარჩენილი ჯელაძეების დედას ემოციურ პოსტს უძღვნის

590
ing (5)

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს საჩუქრის შესახებ, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედისგან მიიღო.

როგორც ვახო სანაია აღნიშნავს, ასეთი ძვირფასი საჩუქარი არასდროს მიუღია:

„ეს ქალბატონი რუსუდან ხუციშვილია – შოვში გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედა. თავადაც შოვში იმყოფებოდა 3 აგვისტოს, როცა დათომ მაშო გადაარჩინა. ქალბატონი რუსუდანის ოჯახი – 9 წევრი ( შვილები და შვილიშვილები) სასწაულით გადაურჩა სტიქიას.

ქალბატონი რუსუდანის ფესვები აფხაზეთს, სოხუმს უკავშირდება. ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს ამბროლაურში, სოფელ ურავში.

ზუსტად 30 წელია, ზამთარ-ზაფხულ შვილებივით უვლის ლიმონის ხეს, რომლის ნერგი სამი ათეული წლის წინ, სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთიდან ჩამოუტანეს. იმდენი ხნისაა, რამდენი დროც გავიდა, რაც აფხაზეთიდან გამოგვდევნეს.

ხეს ორი ლიმონი ესხა. მოკრიფა და ორივე ჩემთვის გამოატანა სალომე ბოკუჩავას. ალბათ ხვდებით, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია.

ღმერთმა დალოცოს ქალბატონი რუსუდანი და მისი ოჯახი“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

 

ეს ქალბატონი რუსუდან ხუციშვილია – შოვში გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედა. თავადაც შოვში იმყოფებოდა 3…

Posted by Vakho Sanaia on ოთხშაბათი, 13 სექტემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები