LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცით, რამდენი მაქვს ზედმეტი? 14 კგ! ლაქტაციის გამო ვერც პირს ვაჩერებ და ვერც ვიკლებ რომც გავაჩერო… რატომ წავუღეთ საკუთარ თავებს ტვინი, მუდმივი გაკრიტიკებით და დაკნინებით“ – რა მიმართვას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი

213
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს საკუთარი გამოცდილებას უზიარებს და ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ ამახინჯებს რეალობას სოციალური მედია ფოტოების სწორი რაკურსით და რა სირთულეებს აწყდება ლაქტაციის პერიოდში ზედმეტი 14 კილოგრამის დაკლებისას.

ამასთან, ნუკი კოშკელიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალების მხრიდან საკუთარი თავის მუდმივ ბულინგსა და კრიტიკაზე, რაც, მისი თქმით, უნდა დასრულდეს.

„1. რომ როგორი მატყუარაა სოც ქსელები, აი, მიახლოებითაც არ გამოვიყურები ასე, უბრალოდ კარგ რაკურსში გადავუღე საკუთარ თავს და ბრახ და ტანწერწეტა ვარ.

2. რა გახდა ამ წონის დაგდება? იცით, რამდენი მაქვს ზედმეტი? 14 კგ!!!! 14!!! და ამ ლაქტაციის გამო ვერც პირს ვაჩერებ მაინც და მაინც და ვერც ვიკლებ რომც გავაჩერო.

3. რატომ წავუღეთ საკუთარ თავებს ტვინი, მუდმივი გაკრიტიკებით და დაკნინებით. ზოგჯერ ვფიქრობ რამდენია გარშემო, ვინც ისედაც გვაბულინგებს, გვამუნათებს და გვაკრიტიკებს და კიდევ საკუთარი თავიც რომ გიმატებს. რატომ არ შეიძლება გაჩერდი რა, დატკბი მომენტით, მოასწრებ ამ მისწრაფებას. შეირგე დღევანდელი დღე. ახლა საკუთარ თავს ვეუბნები ამას, მაგრამ ხომ გაგიგიათ მულო შენ გითხარი, რძალო შენ გაიგეო, თუ როგორც არის. იქნებ გამოგადგეთ და დღეს საკუთარ თავს მოესიყვარულოთ“, – წერს ნუკი.

„ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბავშვი 30-ს მერე სჯობს გააჩინო, უფრო იღლები, მაგრამ უფრო მეტი მოთმინება და გააზრება გაქვს…“ – რას ურჩევს მამაკაცებს ნუკი კოშკელიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები