LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცით, რითი ვგრძნობ, რომ ჩემი ლანძღვა-გინების ტალღა ატყდა? ჩემი მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ… შეუძლებელია, ყველას მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ ან ამბობ…“ – როგორ ეხმაურება ნინო სუხიშვილი Tbilisi Open Air-ის სცენაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას

475
ნინო სუხიშვილი

„იქ დაძაბული სიტუაცია იყო, რაღაც უნდა დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო… დიდი მღელვარება იყო… მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ“, – ასე გამოეხმაურა ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ფაქტს, რომელიც ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

აღნიშნულის შესახებ მან Youtube არხზე – „მისმინე“ გადაცემაში „ვიკასთან ფილტრის გარეშე” ისაუბრა.

„ყველას გულს ვერ მოიგებ, რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. შეუძლებელია, რომ ყველას მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ ან რასაც ამბობ, ეს ბუნებრივია, მე ამაზე არასდროს არ მაქვს რეაქცია. სხვათა შორის, არც ილიკოს.

რომ გითხრათ, რომ კომენტარს ვკითხულობ, ნამდვილად არ ვკითხულობ. ჩემს ფეისბუკ გვერდს პერსონალურსაც, ჩემი სოცმედია მენეჯერები მართავენ.

მე შემიძლია მესიჯი წავიკითხო, მაგრამ ხშირად არ ვაკეთებ, იცით, რითი ვგრძნობ, რომ ჩემი ლანძღვა-გინების ტალღა ატყდა? ჩემი მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ ხოლმე – „კაი, არ ინერვიულო“, „ყურადღება არ მიაქციო“, აი, მაშინ ვხვდები, რომ რაღაც აგორდა, რაღაცა ხდება ჩემს თავს

ძალიან რთულია როცა სცენაზე დგახარ, ათიათასობით ხალხის წინაშე და იმ წუთში რომ გაქვს რაღაც გადასაწყვეტი… ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, იმ წუთას გრძნობ, რომ ეს უნდა გააკეთო, შეიძლება რთულია და ვერ დაალაგო, მაგრამ აზრს ხომ აწვდი, მე უფრო მეშინია, არ გავაკეთო და შემდეგ ვინანო, ვიდრე გავაკეთო და ვინანო“.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს, Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ჯგუფ „მწვანე ოთახის“ ერთ-ერთი სიმღერის შესრულების შემდგომ, განცხადება გააკეთა ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა – ნინო სუხიშვილმა და თქვა, რომ დასი იქ წარმოთქმულ ტექსტს ემიჯნება.

„ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო – ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა…“ – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

იხილეთ გადაცემა სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g