ფილმის გადაღების პროცესი ძალიან საინტერესოა, გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდება სახალისო და უცნაური ამბებიც. ყველა ჩვენთაგანს აქვს საყვარელი ფილმები, თუმცა ცოტამ თუ იცის საინტერესო კულუარული ამბები მათზე. მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ…
„დალასის შემსყიდველთა კლუბის“ ბიუჯეტი ისეთი დაბალი იყო, რომ მაკიაჟსა დავარცხნილობებზე მხოლოდ 250 დოლარი იყო გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, ფილმმა საუკეთესო მაკიაჟის ნომინაციაში „ოსკარი“ დაიმსახურა.
„მებრძოლთა კლუბის“ გადაღებისას ბრედ პიტმა და ედუარდ ნორტონმა ისწავლეს, როგორ კეთდება საპონი.
„ტერმინატორის“ გადაღებისას არნოლდ შვარცნეგერი დღეებს ატარებდა იარაღის დაშლა-აწყობაში. საბოლოოდ მან მიზანს მიაღწია და იარაღს მექანიკურად, წამებში აწყობდა ისე, როგორც ეს ტერმინატორს შეეფერება.
შვარცნეგერს „ტერმინატორის“ გადაღებისას კურიოზიც შეემთხვა. შესვენებაზე მან ერთ-ერთ ახლომდებარე კაფეში საჭმელად წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მხოლოდ ადგილზე გააცნობიერა, რომ ტერმინატორის გრიმი არ მოუშორებია. მისმა გარეგნობამ კაფეში მყოფები შოკში ჩააგდო.
„შინდლერის სიის“ გადაღებებზე ფილმის სცენარიდან გამომდინარე ისეთი მძიმე გარემო სუფევდა, რომ სტივენ სპილბერგმა დასახმარებლად თავის მეგობარ, რობინ უილიამსს მიმართა და მსახიობების გამხიარულება სთხოვა. უილიამსის სკეტჩების ტექსტების ნაწილი მოგვიანებით „ალადინში“ შესრულებული ჯინის დიალოგებში გამოიყენეს.
ფილმის „გარიყული“ გადაღებები ნახევარი წლით შეჩერდა იმისათვის, რათა ტომ ჰენკსს წონაში დაეკლო, თმა და წვერი გაეზარდა და უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრებ ადამიანს დამსგავსებოდა.
რენე ზელვეგერმა „ბრიჯიტ ჯონსის დღიურისათვის“ 15 კილოგრამი მოიმატა და ერთ-ერთ ბრიტანულ საგამომცემლო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რათა როლში უკეთ შესულიყო და ბრიტანული აქცენტი შეეძინა. ახალ სამსახურში სამუშაო მაგიდაზე ზელვეგერს ჯიმ კერის ფოტო ედო, რომელიც მაშინ მისი მოიფრენდი იყო. თუმცა თანამშრომლებს, რომლებიც რენეს ვერ სცნობდნენ, ეს ძალიან უკვირდათ.
ჯეიმს ქემერონს „ავატარის“ გადაღება დიდი ხნით ადრე სურდა, თუმცა მიაჩნდა, რომ SGI ტექნოლოგია ამისთვის საკმარისად განვითარებული არ იყო. რეჟისორმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ეკრანებზე „ბეჭდების მბძანებელი“ გამოვიდა. ფილმის პერსონაჟის, გოლუმის ნახვის შემდეგ ქემერონმა ჩათვალა, რომ საოცნებო პროექტის რეალიზება უკვე შესაძლებელი იყო.
ბრილიანტებისაგან და პლატინისგან შექმნილი ყელსაბამი, რომელიც ნიკოლ კიდმანს „მულენ რუჟის“ გადაღებისას ეკეთა, ყველაზე ძვირფასი სამკაულია, რომელიც ფილმისათვის ოდესმე დაუმზადებიათ. ყელსაბამში 1,308 ბრილიანტია, რომლებიც 1345 კარატს იწონიან. ყელსაბამის საერთო ღირებულება 1 აშშ დოლარია.