“ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება!” – ამის შესახებ ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს“ წარმომადგენელი, იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ეხმაურება.
ანა აბაშიძე: “გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად”
“ხვალ მეტ ქალს რომ მოკლავენ, ამ მოსამართლის გადაწყვეტილების “დამსახურებაც” იქნება! სასამართლომ უარი უთხრა ქალებს დაცვაზე, ბედის ანაბარა და საკუთარი თავის იმედზე დატოვე ძალადობაგამოვლილი ქალები!” – წერს იდა ბახტურიძე.