“გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად,” – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო
“გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.
თავად მოსამართლე – მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა – 0. ცოდნა – 0. ობიექტურობა – 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თითოეული შეფასება.
არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას!
გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.
მადლობა პროკურორს, რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა რაც სამართლიანობას სჭირდებოდა.
მადლობა ჩემ ყველა თანამშრომელს თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!!
განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!” – წერს ანა აბაშიძე.
შეგახსენებთ,სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა სასამართლოს აღკვეთის გირაოც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.
ამავე თემაზე:
“ვნანობ, რომ ამდენი ვითმინე” – ნელი დოროყაშვილი
„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა