LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

338
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა – მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობდა.

დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.

  • პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
  • სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.

ამავე თემაზე:

“ვნანობ, რომ ამდენი ვითმინე” – ნელი დოროყაშვილი

„6 თვის განმავლობაში კარლოტას არავინ ახსენებდა – ალბათ, როცა ნიკოლოზმა დაითანხმა და კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს გამოეჩინათ“ – დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა – ნიკას მხრიდან ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი

„ამერიკაში არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია“ – რა თქვეს ნეკა დოროყაშვილმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროცესის დაწყებამდე

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა

„ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.. ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ მან იცრუა“ – ბასილაშვილის დედამ პროცესზე დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია, მას შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს

მჯერა, რომ ქალის ინტერესები იქნება დაცული, რადგან დანაშაული ჩადენილია, საქმეში მტკიცებულებათა სიმრავლეა – ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

 

პოპულარულები