LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა“, – პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს

307
გიორგი ოკმელაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ ხელმძღვანელი გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

„კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g