LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იდენტიფიცირებული ჰყავთ პირი, მაგრამ მანამდე ეს უკვე მედიამ გააკეთა” – დეკანოიძეს მასზე თავდასხმის საქმეზე გამოკითხავენ

64
ფყჰკდ

კითხვები უნდა დასვან, რომ გაირკვეს საქმის ვითარება. როგორც ვიცი, იდენტიფიცირებული ჰყავთ პირი, მაგრამ მანამდე ეს უკვე მედიამ გააკეთა, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

საქმე ეხება გუშინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მას უცნობი ადამიანი თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“კითხვები უნდა დასვან, რომ გაირკვეს საქმის ვითარება. როგორც ვიცი, იდენტიფიცირებული ჰყავთ პირი, მაგრამ მანამდე ეს უკვე მედიამ გააკეთა. მე ვითანამშრომლებ პოლიციასთან და ყველა ინფორმაციას გადავცემ მათ, მათ შორის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ გზავნილებს ამ ადამიანების მიერ. მე არ ვარ მაღალი წარმოდგენის სამართალდამცავ სისტემაზე იმიტომ, რომ პოლიტიკურია ეს ყველაფერი”, – განუცხადა “ფორმულას” ხატია დეკანოიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები