19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა. სწორედ ეს უწყება შეისწავლის, იძალადა თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციამ.
"ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის"- შაქარაშვილის ბიძა დაკავებულებზე
"ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან"
უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანთან გასაუბრება უკვე მოხდა და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ინსპექტორის სამსაუხრში განმარტეს, რომ მათი გამომძიებელი უკვე შეხვდა არასრულწლოვანს.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.