LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იეჰოვას მოწმის ძალადობრივი დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

police-line-accident

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს.

‘გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ი.-მ თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g