LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: ნატო-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული

134
1681895397-სტოლტენბერგი

უკრაინის მომავალი ნატოშია, მაგრამ ალიანსში მოვიწვევთ მაშინ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან – ალიანსის გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც მან უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

“დღეს მოკავშირეებმა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმეს, რომლებიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოვებს. პირველი – ესაა უკრაინისთვის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც წვრთნებისა და დოქტრინების საბჭოურიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას გახდის შესაძლებელს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისის თქმით, მეორე ელემენტი ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაა, რომელიც კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის გახდება ფორუმი, სადაც “როგორც თანასწორები შევხვდებით.”

“მესამე – დავადასტურეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, და შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო. ეს უკრაინის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესამდე შეცვლის. ასევე გავაგებინეთ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოწვევის შესახებ გამოვაცხადებთ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები