LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: თუ უკრაინა როგორც სუვერენული სახელმწიფო ვერ გაიმარჯვებს, NATO-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება

118
იენს სტოლტენბერგი

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, ალიანსის სამიტის გახსნის წინ მედიასთან საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ  ამჟამად ყველაზე გარდაუვალი ამოცანაა უზრუნველყონ, უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება ევროპაში.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა მოკავშირეებს უკრაინისთვის შეუძლიათ, მისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელებაა.

„თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს როგორც დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, უსაფრთხოების გარანტიების, ან NATO-ში გაწევრიანების საკითხი საერთოდ არ განიხილება“. – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ ალიანსის კომუნიკეს ტექსტი დღეს მოგვიანებით გასაჯაროვდება, როდესაც მასზე შეთანხმებას ყველა მოკავშირე მიაღწევს.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO უკრაინის საბჭოს შექმნა, ასევე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის ამოღება ემსახურება იმას, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დაჩქარდეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g