ნატო-ს ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ.
პრესრელიზის თანახმად, ნატოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს.
„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ნატოს ვებ გვერდზე აისახა, რომ ღარიბაშვილსა და სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
თუმცა, მიზეზი დასახელებული არ იყო.