LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

125
Untitled design (41)

​იერუსალიმში, ძველ ქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დადგენილია მსროლელის ვინაობა – ის მოძრაობა „ჰამასის“ წევრია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ის ადგილზე მოკლეს.

„ჰამასში“ დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი მათი წევრია. ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მის მოქმედებას უწოდეს „გმირული ოპერაცია“, რითაც მიანიშნეს, რომ იგი მარტო მოქმედებდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს იერუსალიმში მეორე მსგავსი შემთხვევაა. 17 ნოემბერს, ძველ ქალაქში დანით შეიარაღებულმა 16 წლის ბიჭმა სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრა. სამართალდამცველებმა ისიც ადგილზე მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g