LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება თუ არა მეთორმეტე კლასის გაუქმება

126

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, მეთორმეტე კლასის გაუქმება არ იგეგმება, ბოლო ორი წლის მანძილზე კი სკოლაში უმაღლესი სასწავლებლისთვის მოსწავლეებს გაძლიერებულად მოამზადებენ.

„არ ვიცი, საიდან მოვიდა ასეთი ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც დღესაა. ერთადერთი რაც განიხილება არის ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება. ანუ როგორც ბევრ ქვეყანაში არის კოლეჯი, გიმნაზია. ფაქტობრივად, მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით, მე-11-მე-12 კლასში თუ ჟურნალისტობას აპირებს, უკვე ვკონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებს მოსწავლე, მაშინ – ქიმიაზე. ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე. გაუქმებაზე არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ არის“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, რადგან ამ გეგმისთვის არ არის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო ორი კლასის გაძლიერებაზე წელსვე დაიწყება მუშაობა.

„დღეს დაახლოებით არის 50-მდე სკოლა, სადაც ისედაც სპეციფიკური პროგრამებით მუშაობენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა გავაორმაგოთ და წელსვე სწავლის ხარისხით მოწინავე სკოლებს ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

Dio magti 5g