ე.წ. საბურთალოს კლასტერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში, სადაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე განცხადებით, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.
არსებობს ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს: ეპიდემიოლოგი
შეგახსენებთ, საბურთალოს რაიონში კორონავირუსის შემთხვევები გასულ კვირას გამოვლინდა. ე.წ. საბურთალოს კლასტერში 23 ინფიცირებულია, წყარო კი კლინიკის სამედიცინო პერსონალია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა.