LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს: ეპიდემიოლოგი

312
BeFunky-collage (4)

არსებობს იმის ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს. რაც უფრო მეტად გავიხსნებით და გავაქტიურდებით, ამის ალბათობა უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ახლა სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ – პირბადე გვიცავს!“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

შეგახსენებთ, საბურთალოს რაიონში კორონავირუსის შემთხვევები გასულ კვირას გამოვლინდა. ე.წ. საბურთალოს კლასტერში 23 ინფიცირებულია, წყარო კი კლინიკის სამედიცინო პერსონალია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები