72 წლის კანადელი ინჟინერი ნადიმ ფაზა ლატარიის გამარჯვებული მესამედ გახდა
კანადის მკვიდრმა, 72 წლის ინჟინერმა ნადიმ ფაზამ, ლატარიაში დიდი ჯილდო უკვე მესამედ მოიგო. ინფორმაციას გამოცემა INsauga ავრცელებს.
პირველი დიდი გამარჯვება ფაზამ 2004 წელს მოიპოვა – მაშინ მან 159 000 კანადური დოლარი მოიგო. მეორე გამარჯვება 18 წლის შემდეგ დაფიქსირდა და თანხამ 1 მილიონი კანადური დოლარი შეადგინა.
1 ნოემბერს, კანადელმა 72 წლის იუბილე იზეიმა და ბედისგან საჩუქარიც მიიღო. ამჯერად მან 50 000 კანადური დოლარი მიიღო.
ლატარიაში გამარჯვებულმა აღნიშნა, რომ მოგებული თანხის ნაწილს ბავშვებს მოახმარს, ხოლო ნაწილს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში დახარჯავს.