LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იგუგუნეთ უხარისხო ,ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ რას გიშვებათ მთავრობა…რა დავაშავეთ მათ,ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?!” – განო მელითაური

1332
BeFunky-collage (11)

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შესაბამისად, ქვეყანაში საერთო ჯამში ინფიცირებულების რაოდენობა  2075-ს შეადგენს. გუშინ გამოვლენილი პიკური მაჩვენებლის შემდეგ, ინფიცირების დღეს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა კორონავირუსის ახალი ანტირეკორდია ჩვენს ქვეყანაში.

განახლებულ სტატისტიკას და ეპიდვითარებიდან გამომდინარე კვლავ დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის მსხვილ ქალაქებში სწავლის გადადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განო მელითაური ეხმაურება.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ცემში რომ გავხიზნე ოჯახობა ცალკე მდგომ სახლში ,უკაცრიელი შემოგარენით, გეგონათ არ გვიყვარს მრავალფეროვანი დასვენება ,ზღვა ,კლუბები და წვეულებები? ან ბავშვებს არ სურდათ აუზი და ნაირ-ნაირი სასტუმროები? ან სამ ბავშვიანი წვეულება რომ მოვუწყე ტასოს დაბდღეზე მეგობრები არ გვყავს მეტი? და ასე შემდეგ?
არსებობს თუ არა და “კაი ერთი რა კორონა” არის უ პ ა ს უ ხ ი სმ გ ე ბ ლ ო ბ ა ქვეყნის,მეგობრების და პირველ რიგში საკუთარი ოჯახი ს მიმართ!!!!!
ძალიან საწყენი იქნება , თქვენი “გულაობის” გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება და ისიც საწყენია გაფართოებული თვალებით რომ ელოდნენ ტასო და მისი მეგობრები სკოლას და ისევ ეს სიმახინჯე რომ მიიღეს საპასუხოდ!
რა დავაშავეთ მათ,ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით!
წადით , იგუგუნეთ უხარისხო ,ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ რას გიშვებათ მთავრობა????????”- წერს განო მელითაური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები